logo_geo
eng_logo
გიორგი იაკობაშვილი: ალეკო ელისაშვილის სინდისზეც იქნებოდა... სინდისი რომ ქონდეს...
- +

7 ოქტომბერი. 2017. 03:49

 

 

„ზუსტად 10 წლის წინ, 2007 წლის 7 ოქტომბერს, კოტე სტალინსკისთან ერთად დავაფუძნე pressa.ge, რომელიც 3 წლის 2 თვისა და 13 დღის შემდეგ წაგვართვეს ნაცებმა", - ამის შესახებ ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


„არც ერთ იმ „ენჯეოშნიკს" და მათ კმაყოფაზე მყოფ „მედია-ფეისს", რომელიც თავს უფლებადამცველს უწოდებს და სიტყვის თავისუფლებას, კერძო საკუთრების პატივისცემას და კანონის უზენაესობას უმღერის, ერთხელ არ დაურეკავს, ერთხელ არ მოვუკითხივართ, არ გავუმხნევებივართ, პროტესტი არ გამოუთქვამს.

 

და როცა გავაკეთეთ for.ge, სადაც ლამის ოფიციალურ დონეზე იყო აკრძალული რეკლამის მიტანა ან რაიმე სახის დახმარება რომელიმე დონორი ორგანიზაციიდან, არც ერთი მათგანი კვლავ არ შემოგვხმიანებია და არ შემოუთავაზებია დახმარება.

 

ორი წლის განმავლობაში უფულოდ, უოფისოდ, ელემენტარულ პირობებს მოკლებულნი მაინც ვაკეთებდით ჩვენ საქმეს, ხოლო ისინი - ეთიკური ჟურნალისტიკის მედროშე მედია-ექსპერტები, მედია-მკვლევარები, მედია-ანალიტიკოსები და მათი მეგობარი მედია-ენჯეოები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ხელი ჩაგვექნია, დავნებებულიყავით, საერთოდ წავსულიყავით ან მათი და ნაცების თამაში გვეთამაშა.

 

მათ სინდისზე იყოს... თუ აქვთ სინდისი, რასაკვირველია.

 

ალეკო ელისაშვილის სინდისზეც იქნებოდა... სინდისი რომ ქონდეს.

 

ელისაშვილი ცალკე მოსაყოლია, ცალკე ფენომენია. ასევე, ცალკე ფენომენია მისი მხარდამჭერი რამდენიმე ათასი ბრიყვი, რეგვენი და გაიძვერა.

 

ის როგორ იყო? - „გამორთე ტრაქტორი, ნერვებს ნუ მიშლი"

 

წადი, რა, დონაძეს მიე..." - წერს გიორგი იაკობაშვილი.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner