logo_geo
eng_logo
მარიტა ჯანაშია: ძალიან ბედნიერი და ემოციებით სავსე ვარ...
- +

7 ოქტომბერი. 2017. 11:18


„ძალიან ბედნიერი და ემოციებით სავსე ვარ... ლაპარაკი და წერაც მიჭირს ემოციებისგან!" - ასე ეხმაურება მსახიობ მარინა ჯანაშიას შვილიშვილი მარიტა ჯანაშია ბებიის სცენაზე დაბრუნებას.

 

„როცა პირველი სპექტაკლი მქონდა, მარინა იჯდა პარტერში და ჩემნაირად ნერვიულობდა, დღეს თითქოს მე ვუყურებდი მის პირველ ნაბიჯებს.

 

ადგილს ვერ ვპოულობდი ნერვიულობისგან, მაგრამ გაოგნებული დავრჩი, როცა გამოჩნდა. მძიმე დაავადების შემდეგ პირველად დადგა სცენაზე.

 

არცოდნის შემთხვევაში, ვერასდროს მივხვდებოდი, რომ რაღაც სჭირდა და დღემდე აწუხებს პატარ-პატარა, პოსტოპერაციული ტკივილები.

 

ბოლოს შპაგატშიც რომ ჩაჯდა (რასაც არც სპექტაკლში მონაწილე მსახიობები, არც რეჟისორი და არც ჩვენ ველოდით), ეგ იყო სრული შოკი!

 

მინდა, ასე საჯაროდ მივულოცო და წარმატება ვუსურვო, 28 ოქტომბერს ისევ თამაშობენ", - წერს მარიტა ჯანაშია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner