დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, წინასაარჩევნო კამპანიის ხუთი თვით ადრე დაწყებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს.
„ჩემი აზრით, პრეზიდენტი ამ საკითხში დაიბნა. მისი მეგობრები და აპარატი, იმის მაგივრად, რომ არკვევდენ საკითხში, კიდევ უფრო აბნევენ სიტუაციას. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი გაერკვევა ყველაფერში. რაც შეეხება კონტრასიგნაციას, რომელიც ხუთი თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყებას უკავშირდება, არა მგონია, პრემიერმა დაუჭიროს მხარი. ამიტომ ვფიქრობ, რომ გავერკვევით. ცუდია, რომ პრეზიდენტმა კონსულტაციებს არ მიმართა და ახლა ცდილობს, სახე შეინარჩუნოს. არჩევნების თარიღი ალბათ არ შეიცვლება, მაგრამ შეიცვლება ის, თუ როდის დაიწყება საარჩევნო კამპანია", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემს.