„7 ოქტომბერი ეს ის დღეა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, სანამ ვცოცხლობ მართალი სიცოცხლით..." - წერს პარლამენტის ყოფილი წევრი ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში.
„2011 წლის 26 მაისს....ქართველი ხალხის დასჯისა და სისხლის დაღვრის შემდეგ. .. წაქცეული იმედი... შიში...დასმენა... წართმევა ყველაფერი ღირებულის... და დაქუცმაცებული ოპოზიცია, გაყიდული და მიყიდული პარტია, პოლიტიკოსები... ამ ყველაფერს გავერიდე და ბორჯომის ხეობაში ეკლესია-მონასტრებს მივანდე ჩემი სიცოცხლე.
მახსოვს ის ადგილი, სადაც შემოდგომის საოცარი დღე იყო, ტყის ულამაზესი ნაირფერებით მორთული არემარე... გავჩერდი, რაღაც სულში ამ ყველაფრის შემხედვარეს იმედის გრძნობამ გამიარა... უბრალოდ, კარგა ხნის გამორთული ტელეფონი ჩავრთე, იქვე მინდორზე დავწექი და ცის უსასრულობას გავცქეროდი ფიქრებით დატვირთული... ზარი დაირეკა... ცოტა მოგვიანებით ვუპასუხე.
ჩემი მართალი მეგობარი ბექა სივსივაძე „ასავალ-დასავალიდან" მეუბნება, ლუკა, გაიგე, ბიძინა ივანიშვილმა - სამშობლოს გადასარჩენად პოლიტიკაში შემოვდივარო... ჩემი პირველი დაუვიწყარი რეაქცია - ცრემლები ძალიან ბევრი, ვყლაპავდი ცრემლს, სიტყვებს და მახსენდებოდა ყოველი დამსხვრეული ოცნება, რომელიც დაგვემსხვრა ყველა იმ ადამიანს, ვისაც წაართვა დამნაშავე ნაცბანდამ, ავადმყოფ სააკაშვილის მმართველობით! ერთადერთი ადამიანი იყო და არის ერის კაცი ბიძინა ივანიშვილი, ვისაც შეეძლო და შეუძლია, ერი გააერთიანოს ყველაზე რთულ ვითარებაში! რატომ? პასუხი მარტივია. მისი ყოველდღიური, წუთიერი თუ წამიერი ცხოვრება სამშობლოსთვის არის პასუხი ყველაფერზე! მეტს მოველოდით?! გვწყინს?! გული გვწყდება?! მაგრამ ერთი წამი დავფიქრდეთ.... ის ხომ ერთი ადამიანია?! უბრალოდ გავუფრთხილდეთ და არ დავუვიწყოთ არავის ამქვეყნად თუნდაც ერთი სიკეთე სამშობლოსთვის... თუნდაც ერთი! ასეთი მოფრთხილებით კი ჩვენი ერი აუცილებლად გადარჩება.... მაპატიეთ.... მადლობა... უბრალოდ მადლობა!"- წერს ლუკა კურტანიძე.