logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: უკრაინელებმა არ იციან, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის მერე რა შავ დღეში ჩავარდებიან
- +

7 ოქტომბერი. 2017. 17:30


ექსპერტმა მამუკა არეშიძემ საქართველოს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის გეგმები განიხილა და უკრაინაში მის პოლიტიკურ მომავალზე ისაუბრა. რა განაპირობებს სააკაშვილის აქტუალურობას უკრაინაში და რა ბედი ელის უკრაინას სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ამაზე არეშიძემ „საერთო გაზეთთან" ინტერვიუში ისაუბრა.


„უკრაინის დღევანდელი კანონმდებლობით, მას პრეზიდენტის პოსტის დაკავება არ შეუძლია, მაგრამ შეუძლია, უკრაინაში ისეთი აჟიოტაჟი შექმნას, რომ გახდეს, მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პრემიერ-მინისტრიც კი. მას ბევრი მიმდევარი ჰყავს, იმიტომ კი არა, რომ მასზე გიჟდებიან, არამედ სწორი პიარის გამო. მეორეც, პოროშენკოსნაირი ხელმძღვანელები და მისი გარემოცვა ქვეყანას მართლაც ღუპავენ. არ შეიძლება, ქვეყანა ქვეყანას ეომებოდეს და ერთ-ერთი ქვეყნის ხელმძღვანელს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელიც ეომება, ბიზნესი ჰქონდეს. პოროშენკოს ღიად, გამჭვირვალედ აქვს ბიზნესი რუსეთში - ტკბილეულის ქარხანა, რომელსაც რუსები შეგნებულად არ ჰკიდებენ ხელს. გარდა ამისა, უკრაინელებს ძალიან აწუხებთ ოლიგარქების ზეობა, რასაც სააკაშვილი გადასარევად იყენებს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ უკრაინელებმა არ იციან, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის მერე რა შავ დღეში ჩავარდებიან", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner