logo_geo
eng_logo
წალკის მუნიციპალიტეტში სახლი 200-მდე ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა
- +

7 ოქტომბერი. 2017. 18:03


საქართველოს მთავრობის განკარგულებით, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები  200-მდე  ეკომიგრანტი ოჯახი  საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე გახდა.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი წალკაში ხვიჩა ვიბლიანის                    5-სულიან ოჯახს ესტუმრა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა პირადად გადასცა.


საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პარალელურად, ხვიჩა ვიბლიანს მიწის ნაკვეთიც დაუკანონდა, სადაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები მოჰყავს. ვიბლიანების ოჯახმა  ფუტკარიც მოაშენა, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.


ეკომიგრანტი ოჯახებისთვის 2004-2009 წლებში  შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი მხოლოდ 2015 წელს დაიწყო.  ამ ეტაპზე,  ქვემო ქართლის რეგიონში სახლი საკუთრებაში უკვე 400-მდე ოჯახს გადაეცა.


დაკანონების პროექტის პარალელურად, სამინისტრო 2013 წლიდან, ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შესყიდვის პროგრამასაც ახორციელებს. მნიშვნელოვანია,  რომ ეკომიგრანტი ოჯახები განსახლების ადგილსა და სახლს უკვე საკუთარი სურვილით ირჩევენ.


სამინისტრომ ქვემო ქართლის რეგიონში  სახლი 50-მდე ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდა, მათ შორის 20  წალკის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner