logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: მინდა გაგახაროთ... კესო უკვე სახლშია!
- +

7 ოქტომბერი. 2017. 19:40


პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„პატარა კესოსთან ერთად მინდა მოგილოცოთ თბილისობა არაჩვეულებრივი ამბით!

 

ალბათ, საქართველოში არ დარჩენილა ოჯახი, რომელმაც არ განიცადა 3 წლის კესოს ამბავი, ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღში მომხდარი ტრავმის გამო.

 

მინდა გაგახაროთ, რომ კესო უკვე სახლშია თავის არაჩვეულებრივ მშობლებთან ერთად!

 

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ექიმებსა და თანამშრომელს, რომლებმაც ბრწყინვალედ ჩაატარეს კესოს როგორც სარეანიმაციო, ასევე ტრავმის შემდგომი მკურნალობა. მათი დამსახურებით, კესო უკვე სახლშია და თამაშის ხასიათზეც არის პატარა ქალბატონი.

 

დღეს, თბილისის ბაღების სააგენტოს უფროსთან თემურ თორდინავასთან ერთად ვნახეთ პატარა სახლში და მის ოჯახს მივულოცეთ ეს უდიდესი სიხარული!

 

აქვე, მინდა გაცნობოთ, რომ საბავშვო ბაღებში უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გაძლიერდება. სულ რამდენიმე დღეში თბილისის საბავშვო ბაღებში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება ფანჯრებზე უსაფრთხოების ბადეების მონტაჟი და შედარებით გადატვირთულ ჯგუფებში აღმზრდელებს დამატებითი თანაშემწეები დაენიშნებათ. რაც შეეხება კესოს ბაღს, როგორც იცით დაუყოვნებლივ იყვნენ გათავისუფლებული ბაღის დირექტორი და აღმზრდელი, რადგან მსგავსი პროფესიული უყურადღებობა ვერავის ეპატიება...

 

კიდევ ერთხელ ვულოცავ კესოს ოჯახს და თითოეულ გულშემატკივარს პატარას გამოჯანმრთელებას!", - წერს მარიამ ჯაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner