ლონდონის დასავლეთი დღეს მომხდარი შემთხვევა, რომლის დროსაც 11 ადამიანი დაშავდა, ტერორისტული აქტი არ არის. ამის შესახებ ლონდონის პოლიცია აცხადებს.
„მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ტერორიზმის კვალიფიკაციით არ მიმდინარეობს. ეს იყო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა", - ამბობენ პოლიციაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ კვარტალში ავტომობილი ტროტუარზე გადავიდა, საინფორმაციო სტენდს დაეჯახა. შემთხვევის გამო, 11 ადამიანი დაშავდა.