logo_geo
eng_logo
წალკაში ბანკის ძარცვის გამო დაკავებული, სავარაუდოდ, დაცვის პოლიციელია
- +

8 ოქტომბერი. 2017. 00:00



დღეს დილით წალკაში „საქართველოს ბანკი" გაძარცვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. დაკავებულია ერთი პირი.


უწყებაში დაკავებულის და ბანკისთვის მიყენებული ზარალის შესაძლო ოდენობის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ. თუმცა, როგორც imedinews-ს სამინისტროში განუმარტეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.


მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს Ipress-იც, რომლის ინფორმაციითაც მძარცველი დაცვის პოლიციის თანამშრომელი იყო.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner