დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში წევრობის შესახებ რეფერენდუმი 23 ივნისს გაიმართება. პრემიერ-მინისტრმა განცხადება მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გააკეთა.
ქემერონმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ევროკავშირის დატოვებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას დიდი ბრიტანეთის ეკონომიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.
ცნობისთვის, 19 თებერვალს ლონდონმა ბრიუსელთან ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად ევროკავშირის რეფერენდუმთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.