ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ხუთი თვით ადრე დაწყება არაადეკვატურია.
„არავითარი წინასწარ გათვლილი თამაში არ არის. ვფიქრობ, რომ პასუხსიმგებლობა არის ყველა მხარის. არაადეკვატურად მიმაჩნია ხუთი თვით ადრე იმ რეჟიმში ჩადგომა, სადაც პარტიებს მოუწევთ გარკვეულ რეჟიმში გადასვლა. გარდა ამისა, საარჩევნო ბლოკი არ არის. ჩვენ ბევრი საკითხი ბოლომდე გვაქვს მისაყვანი. ასე რომ, ქვეყნისთავის გაცილებით უკეთესი იქნება, რომ მოსამზადებელი ვადა მინიმუმ სამ თვემდე მაინც შემცირდეს", - განაცხადა ვოლსკიმ.