logo_geo
eng_logo
ათასობით ადამიანი ბარსელონას ცენტრში აქციას მართავს
- +

8 ოქტომბერი. 2017. 16:26


ბარსელონას ცენტში ათასობით ადამიანი კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას აპროტესტებს. ისინი ესპანეთის ერთიანობას მხარდაჭერას უცხადებენ.


მიტინგის ორგანიზატორი ასოციაცია „კატალონიის სამოქალაქო საზოგადოებაა", რომელსაც მხარი კიდევ დაახლოებით 50 სხვადასხვა ორგანიზაციამ დაუჭირა.


„დღეს ჩვენ ბოლოს მოვუღებთ დამოუკიდებლობისთვის მოძრაობას. არც ერთ კატალონიელს არ მივატოვებთ. კატალონიელები სხვა ესპანელებთან ერთად განაგრძობენ დიადი ქვეყნის მშენებლობას", - განაცხადა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა დოლორეს მონტსერატმა, რომელიც მარიანო რახოის მთავრობაში ერთადერთი კატალონელია.


კატალონიის სოციალური პარტიის ორგანიზაციის მდივანმა სალვადორ ილიამ დიალოგისკენ და კატალონიასა და ესპანეთს შორის ახალი ხელშეკრულების დადებისკენ მოუწოდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner