9 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გაიმართება კვლევის/ანგარიშის - "სტრატეგიული რჩევები საქართველოში კულტურის საჯარო დაფინანსების მდგრადი, ეფექტური და გამჭვირვალე სისტემის მოდელის შემუშავებისთვის" - პრეზენტაცია. აღნიშნული კვლევა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თხოვნის საფუძველზე განხორციელდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მიმდინარე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა" - ფარგლებში.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი იოლანტა ტაჩინსკა და კვლევის ავტორი, ექსპერტი ტერი სანდელი.