"ქართული ოცნებიდან" თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა შალვა ოგბაიძემ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსი და ფოტო გამოაქვეყნა:
"ასგზის ბოდიში, რომ თბილისობა დღეს ამ ფოტოს დადება მიწევს (მამუკა კვარაცხელიამ მომაწოდა).
ესეც შენელებული მოქმედების ბომბი (და რამდენია ამისთანა), რომელიც სააკაშვილმა დაგვიტოვა.
ფოტოზე: გიული ალასანიას სასწავლებლისთვის სიმბოლურ თანხად გადაცემული სტადიონი, რომლის ნაწილი უკვე ავტოსადგომია", - წერს ოგბაიძე.