logo_geo
eng_logo
მგალობელ-მომღერალთა ანსამბლ „შემოქმედის“ პირველი აუდიოალბომის წარდგენა გაიმართება
- +

9 ოქტომბერი. 2017. 11:14



10 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა" გამართავს მგალობელ-მომღერალთა ანსამბლ „შემოქმედის"  პირველი აუდიოალბომის წარდგენას.


მგალობელ-მომღერალთა ანსამბლი „შემოქმედი" შემოქმედის ეპარქიის საკათედრო ტაძრის სამეუფეო გუნდის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ეს უკანასკნელი, 2007 წელს შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების (კიკვაძე) ლოცვა-კურთხევით შეიქმნა. 2014 წლიდან ანსამბლს რამდენიმე გამოცდილი მომღერალი დაემატა და წევრებმა ქართული ხალხური სიმღერების შესწავლა, უძველესი ვარიანტების მოძიება-აღდგენაც დაიწყეს. ამ პერიოდიდან „შემოქმედი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის ცენტრის სახელითაც აგრძელებს საქმიანობას.


„შემოქმედის" მიზანი ქართული საეკლესიო გალობის, უპირატესად, ადგილობრივი - შემოქმედის სკოლის ნიმუშების შესწავლა, ღვთისმსახურებაში დაბრუნება და ძველი გურული სიმღერების მომავალი თაობისათვის გადაცემაა.


ანსამბლი წარმატებით გამოდის ტრადიციული მუსიკის კონცერტებსა და საღამოებზე, მონაწილეობს რესპუბლიკურ და საერთაშორისო ფესტივალებში; 2015-16 წლების საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ დათვალიერება-ფესტივალზე „შემოქმედი" პირველი ადგილის მფლობელი გახდა -ნომინაცია: „ხალხური სიმღერის ახალგაზრდული ანსამბლი".





 

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner