logo_geo
eng_logo
აშშ-მა თურქეთში არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა
- +

9 ოქტომბერი. 2017. 11:18



თურქეთში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აშშ-მა თურქეთში არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა.


„ბოლო მოვლენებმა აშშ აიძულეს, გადაეხედა თურქეთის მთავრობის ვალდებულებისთვის აშშ-ის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ჩვენმა საელჩომ და საკონსულომ შეაჩერეს არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა, რათა შეემცირებინათ ვიზიტორების რაოდენობა", - ნათქვამია განცხადებაში.


სტამბოლში აშშ-ის გენერალური საკონსულოს თანამშრომელი მეთინ თოფუზი თურქეთის კონსტიტუციის დარღვევისა და თურქეთის ხელისუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.


თურქეთის მთავრობამ აშშ-ის გადაწყვეტილებას უპასუხა და აშშ-ში დიპლომატიურ წარმომადგენლობებში თურქეთის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner