logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა
- +

9 ოქტომბერი. 2017. 11:37



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით, სამი პირი დააკავეს.


„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა პირმა, დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის თანახმად, მან ერთ-ერთ კომპანიას 498 000 ლარის ღირებულების საკონსულტაციო მომსახურება გაუწია.  ხოლო მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა  პირებმა,  საქონლის რეალური მიწოდების გარეშე, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, შესაბამისი სასაქონლო ზედნადებებით, 151 810 ლარის ღირებულების საქონლის ფიქტიურ მიწოდებაზე.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  4-დან 7 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner