logo_geo
eng_logo
უკრაინაში ნიდერლანდების მუზეუმიდან მოპარული 4 ტილო აღმოაჩინეს
- +

15 აპრილი. 2016. 12:29


 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილი გრიცაკმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ უკრაინაში ნიდერლანდების მუზეუმიდან 2005 წელს მოპარული ოთხი ტილო აღმოაჩინეს.


 

ჩვენ ჰოლანდიელ კოლეგებთან თანამშრომლობით აღმოვაჩინეთ რამდენიმე ნახატი, რომელიც ლანდიური მუზეუმიდან მრავალი წლის წინ მოიპარეს",  - განაცხადა პავლო კლიმკინმა.



ვასილი გრიცაკის განცხადებით, სამძებრო ოპერაცია ნიდერლანდების მხრიდან იყო ინიციირებული და 2015 წლის დეკემბრიდან ტარდებოდა.



უკრაინაში აღმოჩენილი ოთხი ტილო XVII  საუკუნით თარიღდება. მათ შორის ერთ-ერთია ფლორის ვან შუტენის ნახატი „პიესა სამზარეულოში".


ნახატები სავარაუდოდ აღმოსავლეთ უკრაინაში ერთ-ერთ ვილაში აღმოაჩინეს.


ნიდერლანდების ქალაქ ჰორნის მუზეუმიდან 2005 წლის 10 იანვარს სულ 24 ტილო და ვერცხლის 70 ნაკეთობა მოიპარეს. ყველა ექსპონატი XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. მთლიანი კოლექციის ღირებულება 10 მილიონ ევროს აღემატება.



ვასილი გრიცაკის განცხადებით, დარჩენილი 20 ტილო სავარაუდოდ სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ან რუსეთშია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner