logo_geo
eng_logo
გენრი დოლიძე: გილოცავთ, მეგობრებო!
- +

9 ოქტომბერი. 2017. 12:09

 

 

პოეტი გენრი დოლიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვულოცავ როინ აბუსელიძეს, ჩემს ძმას და საყვარელ პოეტს, თბილისის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურს „თბილისის" 2017 წლის ნომინანტებში მოხვედრას, საუკეთესო ლექსით!

 

ვულოცავ, რა თქმა უნდა, გენიალურ ვახტანგ ჯავახაძეს გრან-პრის!

 

ნამდვილად ღირსეული „შორთლისტია"...

 

გილოცავთ, მეგობრებო! მადლობა ჟიურის!

 

ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურს „თბილისის" წლევანდელმა შვიდკაციანმა ჟიურიმ კოდიფიცირებული ხუთასზე მეტი ნაშრომიდან ფინალისტები გამოავლინა, რომლებსაც წარმოგიდგენთ ნომინაციებითა და ანბანური თანმიმდევრობით:

 

წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოები:

აბუსელიძე როინი - „მიწის პოეტის მსხვერპლი"

ახალაია ბექა - „ლინდა"

ბერიძე ირმა - „სიკვდილი ლიმონათის ქარხანაში"

ბიბილაშვილი ზაზა - „ფაზლი"

ზუკაკიშვილი მელანო - „ქვების და ხეების"(უშვილოთა საკითხავი)

მარღია ელგუჯა - ციკლიდან „კოლხურ სტელებზე მინაწერი"

ქურხული ეკატერინე - „ანატორი"

ცუცქირიძე ლელა - „უმამო გოგოებისთვის"

ჯავახაძე ვახტანგი - „ელეგია"

ჯავახიშვილი კატო - „ამბავი ჩვენზე, კიბეებზე, მოაჯირებსა და ხურჯინებზე", - წერს გენრი დოლიძე.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner