logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: რა ბრძოლის ველის არმიმტოვებელია ეგ ბედუკუღმართი?!
- +

9 ოქტომბერი. 2017. 12:32

 


ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ელისაშვილმა მოუწოდა ე.წ. ოპოზიციას, დატოვონ საკრებულოს შემადგენლობა.

 

ამ მოწოდებას გამოეხმაურა „შეპოკლიაკის ვირთხა", ალისას რეინკარნაცია, ვინმე მამუკა ახვლედიანი და განაცხადა, რომ „ბრძოლის ველს არ დატოვებს"...

 

აბსოლუტურად ვეთანხმები ელისაშვილს და დავამატებ, რომ „ნაცებმა" (ორივე „ფრთამ") დატოვონ პარლამენტიც, თბილისიც და საქართველოც.

 

რაც შეეხება იმ ვირთხას: რა ბრძოლის ველის არმიმტოვებელია ეგ ბედუკუღმართი. ერთხელ რაღაც ღონისძიებაზე (ადრე, მაგარ „ცვეტში" რომ იყო) ვნახე და კომენტარი ვთხოვე. ისე შეეშინდა, რომ ღონისძიება მოულოდნელად გაჩენილი ცუდი სუნისგან, ძალიან მალე დაიხურა", - წერს გაბრიჭიძე.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner