logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: გრძელდება კონსულტაციები პრემიერსა და პრეზიდენტს შორის!
- +

15 აპრილი. 2016. 12:31

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებამდე 6 თვით ადრე გამოაცხადა საარჩევნო თარიღი. ამან გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, ოპოზიციაში ამ საკითხს კანონდარღვევა უწოდეს. ამ თემაზე „რეპორტიორს" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი ესაუბრა. მისი თქმით, იურიდიულად არაფერი დაუშავებია პრეზიდენტს, მაგრამ წინასაარჩევნო რეგულაციების 6 თვით ადრე გამოცხადება არ იყო მართებული, ამიტომ პრემიერსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს.

 

„რეალურად კანონი არ დარღვეულა, იურიდიულად არაფერი დაუშავებია პრეზიდენტს. მაგრამ კონსულტაციები გრძელდება, რადგან გამოცხადება უკავშირდება წინასაარჩევნო რეგულაციების ამოქმედებას. წინასაარჩევნო რეგულაციების 6 თვით ადრე გამოცხადება არ იყო მართებული და სწორედ ამიტომ გრძელდება კონსულტაციები პრემიერსა და პრეზიდენტს შორის, რათა რეალური ვადა დაინიშნოს", - განაცხადა ვოლსკიმ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner