logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „ქართული ოცნების” ყრილობას ბიძინა ივანიშვილი, შესაძლოა, მოწვეული სტუმრის სტატუსით დაესწროს
- +

15 აპრილი. 2016. 12:57



ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კითხვაზე დაესწრება თუ არა პარტიის ყრილობას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 14 მაისს დაგეგმილ პარტია „ქართული ოცნების" ყრილობას ექს-პრემიერი შესაძლოა, მოწვეული სტუმრის სტატუსით დაესწროს.



ამაზე გუნდში ვიმსჯელებთ. ჯერ არ ყოფილა საუბარი. შეიძლება იყოს მოწვეული სტუმრის სტატუსით", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

 


მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიის ფორმირებაში მონაწილებას არ იღებს.



საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია. გვყავს ლიდერი, პრემიერ-მინისტრი, რომელიც პარტიის მომავალი თავმჯდომარე იქნება, არსებობს პოლიტსაბჭო, ბორდი, რომელიც ასეთ საკითხებს განიხილავს და ბატონი ბიძინა არ იღებს მონაწილეობას სიის ფორმირებაში და იმაში, ვინ უნდა იყოს მაჟორტარობის კანდიდატი", - განაცხადა კახა კალაძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner