ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კითხვაზე დაესწრება თუ არა პარტიის ყრილობას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 14 მაისს დაგეგმილ პარტია „ქართული ოცნების" ყრილობას ექს-პრემიერი შესაძლოა, მოწვეული სტუმრის სტატუსით დაესწროს.
„ამაზე გუნდში ვიმსჯელებთ. ჯერ არ ყოფილა საუბარი. შეიძლება იყოს მოწვეული სტუმრის სტატუსით", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო სიის ფორმირებაში მონაწილებას არ იღებს.
„საიდან მოგაქვთ ეს ინფორმაცია. გვყავს ლიდერი, პრემიერ-მინისტრი, რომელიც პარტიის მომავალი თავმჯდომარე იქნება, არსებობს პოლიტსაბჭო, ბორდი, რომელიც ასეთ საკითხებს განიხილავს და ბატონი ბიძინა არ იღებს მონაწილეობას სიის ფორმირებაში და იმაში, ვინ უნდა იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი", - განაცხადა კახა კალაძემ.