logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: საქართველოს ახალი კონსტიტუცია პროგრესული დოკუმენტია
- +

9 ოქტომბერი. 2017. 17:22


 

„ქართული ოცნების" წევრმა მარიამ ჯაშმა, ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში საქართველოს ახალი კონსტიტუციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუცია პროგრესული დოკუმენტია.

 

 

„საქართველოს ახალი კონსტიტუცია არის უპრეცედენტოდ პროგრესული დოკუმენტი. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ვენეციის კომისიის მხრიდან, რადგან ეს დოკუმენტი უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების და დემოკრატიის პრინციპების გაძლიერებას ქვეყანაში. ის გახდება გარანტი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში არასდროს დაბრუნდეს ერთპიროვნული მმართველობა. იგი უზრუნველყოფს სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსს და ქმნის პრეცედენტებს შეზღუდული უნარების მქონე პირთა დაცულობის, ღირსეული საცხოვრისის კუთხით, ქართული მიწის დაცულობის, და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner