logo_geo
eng_logo
შსს: ნინო ნიკურაძე შსს-ს თანამშრომელი არ არის
- +

9 ოქტომბერი. 2017. 17:23



„გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისნის რაიონში ერთ-ერთი ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მოქალაქე ნინო ნიკურაძე შსს-ს თანამშრომელია", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

„ვაცხადებთ, რომ აღნიშნული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი დაუსაბუთებელი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner