logo_geo
eng_logo
მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელი და სომეხი სამხედროები დაიღუპნენ
- +

15 აპრილი. 2016. 12:59



მთიან ყარაბაღში „შეხების ხაზზე" მორიგი ესკალაციის შედეგად აზერბაიჯანელი და სომეხი სამხედროები დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გუშინ დაიღუპა უმცროსი სერჟანტი რუსთამ ორუჯ-ოღლუ ახმედოვი.


თავის მხრივ, სომხური მხარე ავრცელებს ინფორმაციას ორ დაღუპულ სომეხ სამხედრო მოსამსახურეზე. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, 15 აპრილს აზერბაიჯანული მხარის სამხედრო ქმედებებს ემსხვერპლნენ მანველ გრიგორიანი და ჰამლეთ ხაჯოიანი.


დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულეს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner