ტელეწამყვანმა დოდო ხურცილავამ "იბერიის" ეთერში თბილისის მერის დავით ნარმანიას მერობის პერიოდი შეაჯამა. მისი თქმით, ნარმანიას განსხვავებით წინამორბედებისგან, საბიუჯეტო თანხები არ გაუფლანგავს.
„არ მახსოვს, რომ მეუღლე წაეყვანოს სადმე სამშობიაროდ ერთ-ერთ ყველაზე ძვირიან ქალაქში თავის ნათესავიან-მეგობრებიანად თავის ახლობლებიანად, სეფექალებიანად, როგორც უწოდებენ, საყვარლებიანად, ცოლებიანად. არ მახსოვს ეს ამბავი, თქვენ გახსოვთ?", - აღნიშნა ხურცილავამ.