logo_geo
eng_logo
ზაზა ფაჩულია: უღრმესი მადლობა თბილისის მერიას და ბატონ დავით ნარმანიას!
- +

10 ოქტომბერი. 2017. 00:03


 

„საპატიო თბილისელის სტატუსის მინიჭება იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის წინაშე, ძალიან საპასუხისმგებლო და უდიდესი პატივია", - ამის შესახებ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელში დაწერა.


„უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა თბილისის მერიას და ბატონ დავით ნარმანიას. ასევე, ძალიან დიდი მადლობა საზოგადოება თბილისელს და მის თავმჯდომარეს, ირაკლი მეძმარიაშვილს", - წერს ფაჩულია.


შეგახსენებთ, 8 ოქტომბერს ზაზა ფაჩულია თბილისის საპატიო მოქალაქედ დასახელდა.













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner