logo_geo
eng_logo
სან ფრანცისკოსთან ტყის ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- +

10 ოქტომბერი. 2017. 02:25



სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან ფრანცისკოდან ჩრდილოეთით, ტყის ხანძრის შედეგად, ერთი დაიღუპა და ორი დაშავდა. კალიფორნიის სამ რაიონში ტყის ხანძრის გამო, გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 20 000-ზე მეტი ადამიანი.


ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, ცეცხლმა 1500-ზე მეტი შენობა გაანადგურა. ხანძრის გამო, 114 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.


საგანგებო სამსახურების განცხადებით, ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციას ძლიერი ქარი აფერხებს.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner