logo_geo
eng_logo
დეპუტატობის მსურველი მინისტრები ვალდებულები იქნებიან, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გადადგნენ
- +

15 აპრილი. 2016. 13:04



საპარლამენტო არჩევნების წინ თანამდებობის დატოვება მინისტრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევთ, თუკი ისინი არჩევნებში კენჭს იყრიან. მათი მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა კი დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ უნდა მოხდეს.


წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობა არც ერთ პოლიტიკური თანამდებობს პირს - არც ერთ მინისტრს არ ეკრძალება.



„საარჩევნო კოდექსის" გათვალისწინებით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა: - საარჩევნო კომისიის წევრისა; მოსამართლისა; პროკურატურის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა (ამასთან, აღნიშნული აკრძალვა შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებზე არ ვრცელდება, რადგან მინისტრები პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან და არა საჯარო მოხელეები); გენერალური აუდიტორისა; სახალხო დამცველისა; უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა; საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა; სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა - სამუშაო საათების განმავლობაში ან როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს; კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა.


მინისტრების თანამდებობრივის შეუთავსებლობის საკითხი დღის წესრიგში მხოლოდ მას შემდეგ დადგება, რაც ისინი ცესკოში დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირდებიან. ეს არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე ხდება, როცა საარჩევნო ადმინისტრაციას პარტიული სია უნდა წარედგინოს.



აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებულ ახალ განკარგულებას მაისში გამოსცემს და წინასაარჩევნო კამპანიის მაისიდან დაწყებას მთავრობა და პრემიერ-მინისტრი დათანხმდება, მთავრობის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ და ეს მათ პოსტიდან გადადგომის ვალდებულების წინაშე არ დააყენებს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner