თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და კვლავ არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას. ამის შესახებ კიევში, პეტრო პოროშენკოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს შეკითხვაზე - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებების გათვალისწინებით, არის თუ არა ანკარა მზად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს.
ერდოღანის თქმით, ყირიმის საკითხი თურქეთისთვის დელიკატური საკითხია და ანკარა ცდილობს, მიმართოს ზომებს პატიმრობაში მყოფ ყირიმელ თათრებთან დაკავშირებით.