logo_geo
eng_logo
რუსეთის ფედერაციის საბჭომ ქვეყნისთვის ცხრა მთავარი საგარეო საფრთხე დაასახელა
- +

10 ოქტომბერი. 2017. 02:53



რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომისიამ სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის საკითხებში რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევის ცხრა მიმართულება დაასახელა, რომელიც დღეს ყველაზე აქტუალურია და ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.


კომისიის მიერ მომზადებულ წინასწარ ანგარიშში პირველ ადგილზე დასახელებულია არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც „პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობენ პოლიტიკურ საქმიანობაში უცხოური სახელმწიფოების ინტერესებში" და სამოქალაქო საზოგადოებაზე გავლენა აქვთ.


რუსი სენატორების აზრით, კიდევ ერთ საგარეო საფრთხეს წარმოადგენს პოლიტიკური კონკურენტების მიერ საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება ამ სფეროს მომდევნო კონტროლის მიზნით.


კიდევ ერთ საფრთხედ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრები, ქვეყნისა და პოლიტიკური ლიდერების დისკრედიტაციის მიზნით, მედიისა და სოციალური ქსელების გამოყენებას მიიჩნევენ. ამას გარდა, კანონმდებლები საშიშროებად მიიჩნევენ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაციასა და რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობას.


ფედერაციის საბჭოს წევრებს აშფოთებთ გარე ძალების მიერ პროტესტების სტიმულირება და საპროტესტო გამოსვლებში ახალგაზრდების ჩართვა, ასევე რუსეთის არჩევნებში ჩარევა.


საგარეო საფრთხეებს შორის კანონმდებლები ანტირუსულ სანქციებსაც განიხილავენ, როგორც საზოგადოებაზე ზეწოლის ინსტრუმენტს. დოკუმენტის ავტორები საფრთხედ მიიჩნევენ მსოფლიო მასშტაბით რუსეთის იმიჯის შელახვასაც.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner