logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ბაღების მართვის სააგენტოდან თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზი ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებული ხარვეზებია
- +

15 აპრილი. 2016. 13:05



თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, ბაღების მართვის სააგენტოდან თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზი ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებული ხარვეზები გახდა. ამის შესახებ ნარმანია ჟურნალისტებს ესაუბრა და აქვე დასძინა, რომ სააგენტოს თანამშრომელთა გათავისუფლება კავშირში არ არის ბაღების დირექტორების გათავისუფლებასთან.


„დირექტორები კონკრეტული დარღვევების საფუძველზე იქნენ გათავისუფლებული და ეს დაკავშირებულია მათ არამართლზომიერ საქმიანობასთან საბავშვო ბაგა-ბაღებში. ხოლო რაც შეეხება სააგენტოს თანამშრომლებს, მათი გათავისუფლების საფუძველი გახდა ფინანსურ მენეჯმენტთან დაკავშირებული ხარვეზები, რომელიც აუდიტის შემოწმების შედეგად იქნა აღმოჩენილი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner