logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: უბრალოდ, თავხედი, უტიფარი, უსინდისო და ზნედაცემულია!
- +

10 ოქტომბერი. 2017. 12:57


ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში უმრავლესობის  ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკისა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილს შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა.


„ტონი და მიმართვის ფორმა არ მოეწონა ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელია 9 წლის განმავლობაში ნაციონალური რეჟიმის მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულზე!

დახოცილ ადამიანებზე, გაკოტრებულ ოჯახებზე, კოდორის, ორთაჭალის, კორტების სპეცოპერაციებზე, ბუტაზე, თეთრაძეზე, გირგვლიანზე. კოდორის და ლიახვის ხეობის დაკარგვაზე! ის „აპრავებდა" და მხარს უჭერდა თავისი პარტიის ანტისახელმწიფოებრივ და დანაშაულებრივ ქმედებებს და მმართველობის ფორმებს!

ის ატყუებდა წლების განმავლობაში დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო თანამეგობრობას!

- „მეტი საქმე არ მაქვს, თქვენ შეგეკითხოთ, რას ვიტყვი და რას არა!"- ასე მიმართა მან პარლამენტის ვიცე-სპიკერს, რომელსაც საუბარი შეაწყვეტინა... დიახ, არ შეეკითხება, რადგან „გოგო" მისთვის რეალური, დამსახურებული კნინობითი მიმართვის ფორმა არაა...

ის, უბრალოდ, თავხედია! უტიფარია! უსინდისო და ზნედაცემულია!!!

ის ნაციონალია!" - წერს ხათუნა ხოფერია „facebook"-გვერდზე.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner