logo_geo
eng_logo
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გამოფენა „შემოდგომა 2017“ გაიხსნება
- +

10 ოქტომბერი. 2017. 16:13

2017 წლის 11 ოქტომბერს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა „შემოდგომა 2017".


გალერეაში გამოფენილია 65 ავტორის 65 ნამუშევარი: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება. გამოფენაში მონაწილე ზოგიერთი მხატვრის სახელი დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს, რაც დიდ სტიმულია ახალგაზრდა მხატვრებისათვის.


ექსპოზიცია, რომელმაც გააერთიანა უფროსი და ახალგაზრდა მხატვრები, მხატვრული თვითგამოხატვის უმნიშვნელოვანესი გამოვლენაა.


ექსპოზიცია გამოირჩევა მაღალმხატვრულობით, პროფესიონალიზმითა და სტილური თავისებურებით.


გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე.  გამოფენა დაიხურება 19 ოქტომბერს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner