ანტარქტიდის ნანსენის ყინულოვან შელფს ორი უზარმაზარი აისბერგი მოწყდა, რომლებიც ამ დროისთვის ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობენ. აღნიშნულ ინფორმაციას ევროპული კოსმოსური სააგანეტო ავრცელებს.
ზღვაში ჩავარდნილი ყინულის საერთო ფართობი 25,87 კვადრატული კილომეტრია. აისბერგები სიგანეში 5 კილომეტრია, ხოლო სიგრძეში 10 და 12 კილომეტრს აღწევენ.
მათი სიმაღლე კი დაახლოებით 250-270 მეტრია.
მეცნიერების ინფორმაციით, აისბერგები ამ დროისთვის არ წარმოადგენენ უშუალო საფრთხეს საზღვაო მარშრუტებისთვსი და არც ტერა ნოვას ყურეში მდებარე იტალიური და სამხრეთკორეული კვლევითი სადგურებისთვის.