logo_geo
eng_logo
ზაალ კასრელიშვილი: ბევრი იმედგაცრუებული ადამიანი „ქართულ ოცნებას“ დაუბრუნდება
- +

15 აპრილი. 2016. 13:57


 

NDI-ს კვლევის შედეგები მხოლოდ მცირე ნაწილში ახლოსაა რეალობასთან", -ასე აფასებს „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის შედეგებს ზაალ კასრელიშვილი. როგორც „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა განაცხადა, „ქართულ ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობას" საარჩევნო ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებათ, დანარჩენი პარტიების საკითხი კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.



„ქართულ ოცნებას" მხარს უჭერს  15 %. შემდეგ კითხვაა დასმული: ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში? იქ კი 31 % ამბობს, რომ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება". ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნების" სასტარტო პოზიცია არის 15-30 %. „ნაციონალური მოძრაობის" სასტარტო პოზიცია კი არის 13 %. დანარჩენი პოლიტიკური ორგანიზაციების შედეგები სათუოა. ზოგ რაიონში აქვთ მცირე მხარდაჭერა, ზოგან საერთოდ არა. საშუალო არითმეტიკულის გამოყვანის და უფრო დეტალური კვლევის ჩატარების სურვილი, როგორც ჩანს, არავის აქვს. ასე რომ, ეს კვლევა რაღაც ნაწილში არაადეკვატურია და აცდენილი რეალობას, რაღაც ნაწილში კი მიახლოებულია სინამდვილესთან", - განაცხადა კასრელიშვილმა.



რას უკავშირებს ხელისუფლების რეიტინგის ამჟამინდელ პროცენტულ მაჩვენებელს, რომელიც წინა კვლევასთან შედარებით დაბალია - კასრელიშვილი განმარტავს:



„საქმეც იმაში, რომ არაფერი არ მოხდა და ამიტომაც დაფიქსირდა მკვეთრი ვარდნა. არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური, არც საზოგადოებრივი პროცესები არ ყოფილა ისეთი აქტიური, რომელსაც, როგორც მოვლენას, შექმნიდა სახელმწიფო. საქართველოს მოსახლეობას ეს პესიმისტურ განწყობას უჩენს მომავლისადმი. ვფიქრობ, ივნისში კიდევ იქნება გამოქვეყნებული შედეგები, რომლებშიც იქნება პირდაპირ სასტარტო მაჩვენებლები დაფიქსირებული. ვფიქრობ,  სახელისუფლებო პარტიის პროცენტული მაჩვენებელი მომატებული იქნება. „ქართულ ოცნებაში" განვითარებულმა შიდა პროცესებმა ბევრ ადამიანს იმედი გაუჩინა და ბევრი იმედგაცრუებული ადამიანი ამ პარტიას დაუბრუნდება. მეორე მომენტია, 60 % არ არის ჩამოყალიბებული, ვის მისცეს ხმა. ეს ის კონტინგენტია, რომელსაც გაცნობიერებული არჩევანის გაკეთება სურს", - განაცხადა კასრელიშვილმა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner