საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგა ბუკია გია ბარამიძისგან ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე საუბარს თავხედობად მიიჩნევს. ამის შესახებ ბუკიამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა, მას შემდეგ, რაც ბარამიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პარლამენტში მისვლის აუცილებლობის საკითხი კვლავ წამოჭრა.
„არ გაინტერესებთ, ბატონო გია, თავხედად რატომ მოგიხსენიეთ? როდესაც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზეა საუბარი, თქვენ, პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რა თემას ეხებით. როდესაც წლების განმავლობაში პარლამენტში მოსვლა კი არა, სუს-ის ხსენებაზე გასუსულები ისხედით ყველანი. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომლის მეშვეობითაც პარლამენტის წინაშე ვალდებულია ეს სამსახური", - მიმართა ბუკიამ ბარამიძეს.