logo_geo
eng_logo
ევროკავშირმა ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციები გაამკაცრა
- +

10 ოქტომბერი. 2017. 20:41


ევროკავშირმა ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციები გაამკაცრა. ახალი შეზღუდვების მიხედვით, ალიანსში შემავალ ქვეყნებს ჩრდილოეთ კორეაში გათხევადებული გაზის ექსპორტზე გატანა და კორეიდან ტექსტილის იმპორტს ეკრძალებათ.


სანქციების გაფართოება პერმანენტული სარაკეტო გამოცდების საპასუხოდ, 11 სექტემბერს მიღებულ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ეყრდნობა. რომელიც საბჭოს წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს.


გავრცელებული ინფორმაცით, ჩრდილოეთ კორეა მორიგი სარაკეტო გამოცდის განხორციელებას 18 ოქტომბერს გეგმავს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner