ევროკავშირმა ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციები გაამკაცრა. ახალი შეზღუდვების მიხედვით, ალიანსში შემავალ ქვეყნებს ჩრდილოეთ კორეაში გათხევადებული გაზის ექსპორტზე გატანა და კორეიდან ტექსტილის იმპორტს ეკრძალებათ.
სანქციების გაფართოება პერმანენტული სარაკეტო გამოცდების საპასუხოდ, 11 სექტემბერს მიღებულ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ეყრდნობა. რომელიც საბჭოს წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს.
გავრცელებული ინფორმაცით, ჩრდილოეთ კორეა მორიგი სარაკეტო გამოცდის განხორციელებას 18 ოქტომბერს გეგმავს.