logo_geo
eng_logo
თინათინ ნიბლოშვილი: დღეს, „გარდაცვლილ ქართულ სახელმწიფოში“ განსხვავებული აზრის გამო არავის დევნიან!
- +

10 ოქტომბერი. 2017. 21:26


დედაქალაქის საკრებულოს პროპორციული სიის წევრი "ქართული ოცნებიდან" თინათინ ნიბლოშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ქართული სახელმწიფო გარდაიცვალა"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

-წლების მანძილზე სისხლში ახშობდით განსხვავებულ აზრს!

 

-არბევდით!

 

-კლავდით!

 

-აუპატიურებდით!

 

-ართმევდით!

 

-რამდენი ჩამოვთვალო?!

 

იმ მანქანაში ვიჯექი, რომელსაც თქვენი ზონდერები მარჯანიშვილის ქუჩაზე თავს დაესხნენ. ხელკეტებით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ზონდერები. მანქანას ხელკეტებს ურტყამდნენ და გვემუქრებოდნენ...რატომ? იმიტომ, რომ პარლამენტის წინ გამართული ოპოზიციის მშვიდობიანი აქციიდან მოვდიოდით.

 

და კიდევ, 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნების" დაფუძნების დღეს სიტყვით გამოვედი, სხვათაშორის 4 თვის ფეხმძიმე, გასასვლელშივე დამირეკეს, დამემუქრნენ... ჩემს მშობლებს, ჩემს ოჯახს.

 

დღეს, „გარდაცვლილ ქართულ სახელმწიფოში" განსხვავებული აზრის გამო არავის დევნიან! გინდათ რომ გდევნიდნენ, გინდათ რომ გიჭერდნენ, მაგრამ, დღეს, სხვა სახელმწიფოში ვცხოვრობთ მეგობრებო!

 

აი, ამიტომ ვარ ამ გუნდის წევრი!" - წერს თინათინ ნიბლოშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner