„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი NDI-ის კვლევის შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას და სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა" არის მკვდარი. ინაშვილი მოუწოდებს მის მომხრეებს, რომ დროულად გაემიჯნონ „ნაციონალებს".
„მე ვეუბნები NDI-ს, რომ თქვენს გარდა, საქართველოში არავის ესიზმრება დავით ბაქრაძე, არავის ესიზმრება პატიმრების წამება გლდანისა და სხვა ციხეებში და ასევე, მინდა მივმართო „ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს, რომ ეს პარტია არის მკვდარი და გაემიჯნეთ ამ პარტიას!!!" - წერს ინაშვილი.