logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწინააღმდეგება, სწორედ ქალაქისთვის გაკეთებული ქველმოქმედებაა!
- +

11 ოქტომბერი. 2017. 01:39


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„აბა, ერთი წუთით გადავდოთ გვერდით დაშტამპული, პროპაგანდისტული ფრაზები, "ნაცმოძრაობა" ძალადობრივად რომ ცდილობს ჩაბეჭდოს გაუთვითცნობიერებელი ადამიანის თავში, რომ თითქოს საზოგადოებრივი სივრცე იკარგება და ა.შ. და წარმოვიდგინოთ, რომ მსოფლიოს ნებისმიერ (!) ქვეყანაში ჩადის ცნობილი ბიზნესმენი, "ფორბსის" საპატიო სიაში მუდმივად თავისი საპატიო ადგილი რომ აქვს, ყველა ქვეყნის ხელისუფალი რომ უდიდესი სიამოვნებით გაუღებდა თავისი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის კარს და ეუბნება იქაურებს, აი იმ ხრიოკ ადგილს, ქალაქს რომ გადმოჰყურებს, გავამწვანებ, 40 ჰა-იან პარკად ვაქცევ, რომელშიც განთავსებული იქნება ხელოვნური ტბა, გოლფის მოედანი, ჩოგბურთის კორტები, ველობილიკები და ა.შ. გავაკეთებ დედაქალაქის ყველაზე დიდ პარკს, რომლის მსგავსი რეკრეაციული სივრცეც აქამდე არ შექმნილა. ახალ 7 ვარსკვლავიან სასტუმროს ავაშენებ და თქვენ ანუ ქალაქმა მხოლოდ მიწა დაუთმეთ ამხელა ინვესტიციასო, წივილ-კივილით ეტყოდა ვინმე უარს ასეთ ადამიანს ამხელა ქველმოქმედებაზე?! რა თქმა უნდა არა. პირიქით, მარადიულად დარჩებოდა იმ ქალაქის და ქვეყნის ისტორიაში როგორც დიდი ქველმოქმედი!

სინამდვილეში, ის რასაც ზემოთ ხსენებული პარტია ეწინააღმდეგება, სწორედ ქალაქისთვის გაკეთებული ქველმოქმედებაა და ეწინააღმდეგებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ამას მათი დამოკლეს მახვილი, ბიძინა ივანიშვილი აკეთებს. რეალურად, ეს არის საჩუქარი თბილისს, ზღაპრული პროექტი, რომელიც ერთიორად გაზრდის თბილისის კაპიტალს და მნიშვნელობას. რომ აღარაფერი ვთქვათ, იმაზე თუ რამდენად სასიცოცხლოა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნული ვალუტისთვის 680 მილიონი $-ის ინვესტიცია. ეს სწორედ ის გრანდიოზული თანხაა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი 8 საინვესტიციო პროექტში დებს და რომელთა სამუშაოებზე ჯამურად საქმდება 20 000 ადამიანზე მეტი" -წერს გაბუნია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner