logo_geo
eng_logo
ფხენიანელმა ჰაკერებმა სეულს საბრძოლო გეგმა მოპარეს
- +

11 ოქტომბერი. 2017. 01:40


ჩრდილოეთ კორეელმა ჰაკერებმა სამხრეთ კორეის სამხედრო დოკუმენტაციის დიდი ნაწილი, მათ შორის, თითქოს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის განადგურების გეგმაც მოიპარეს.

ამის შესახებ სამხრეთ კორეელმა დეპუტატმა ლი ჩხოლ ხიმ განაცხადა.


მისივე თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროდან მიიღო.


მისი ვარაუდით, მოპარულ დოკუმენტებს შორის არის სეულისა და ვაშინგტონის მიერ ერთობლივად შემუშავებული გეგმა, რომლითაც ჩრდილოეთ კორეასთან საომარი მოქმედებების შემთხვევაში უნდა ეხელმძღვანელათ. დეპუტატის თქმით, მოპარულ დოკუმენტებს შორისაა სამხრეთ კორეელების მიერ მომზადებული ანგარიშები, რომლებიც მოკავშირე ქვეყნებისთვის იყო გამიზნული.


BBC-ს ცნობით, აღნიშნულ თემაზე კომენტარს სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე არ აკეთებს.


დეპუტატის თქმით, მოპარული ინფორმაციის მოცულობა 235 გიგაბაიტს შეადგენს.


ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ ვითარება ბოლო თვეების განმავლობაში უკიდურესად დაიძაბა მისი სარაკეტო და ბირთვული პროგრამების გამო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner