logo_geo
eng_logo
გიორგი იაკობაშვილი: ელისაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო იმედია!
- +

11 ოქტომბერი. 2017. 02:32


ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ისე მოხდა, რომ ყველაფრით დაღლილმა სრულიად შემთხვევით ვუცქირე ტვ „იმედზე" დებატებს და ერთხელ კიდევ დავრწმუნდი, რომ უდუმაშვილი, ხოშტარია და ვაშაძე არიან ბურბონები, რადგან სწორედ ბურბონებზე თქვა ტალეირანმა, ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი ისწავლესო.

 

აბა, იმით რომ იტრაბახებ, ძალადობისა და ტერორის წლებში მოძალადეთა და ტერორისტთა ჩინოვნიკი, მოხელე და რუპორი ვიყავიო, მხოლოდ ორი სიტყვით დახასიათდები - ტლუ და თავხედი.

 

ინაშვილს თბილისის მერობა არ აინტერესებს - მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ეს ცხადზე ცხადია.

 

კუკავა ცარიელი ადგილია, აბსოლუტური ნული, თუმცა ჩვენს სინამდვილეში, ხშირ შემთხვევაში, აბსოლუტური ნულები წარმატებით ახერხებენ ტივტივს და ნაკლებად ადარდებთ ის, თუ რა არის წარმატებულად მოტივტივის სინონიმი. მათთვის მთავარი არის ტივტივი, ხოლო ეპითეტები, სინონიმები და ღირსება მეორეხარისხოვანია.

 

კალაძეს დიდი ამბიცია აქვს, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ამ ამბიციებს საფუძველიც აქვს და ბეგრაუნდიც. შემდავებელს არ შევედავები, თუნდაც იმიტომ, რომ მათი მთავარი არგუმენტი ორი ავტოგოლია, ხოლო ორი ჩემპიონთა ლიგა, სკუდეტო, სუპერთასები და ა.შ. არ არსებობს.

 

რაც შეეხება ელისაშვილს...

 

ელისაშვილი არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბოლო იმედი, საკითხავი მხოლოდ ის არის, რომელი ფრთა აცოცხლებს და ასულდგმულებს - კაგებეშნიკების თუ ენჯეოშნიკების.

 

ვფიქრობ - ენჯეოშნიკების. წიაღსვლებით რომ არ დავიღალოთ, ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ სააკაშვილის მიერ განხორციელებული ყველაზე გაცხარებული მედია-ტერორის წლებში - 2009 წლიდან 2012 წლამდე - სწორედ ელისაშვილს ქონდა ჩაბარებული მთავარი მედია-გრანტ-მაკონტროლებლის ფუნქცია ნაციონალური მოძრაობის ძმობილ-შვილობილ "სოროსის ფონდში".

 

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ როცა საქმე საქართველოს სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნას ეხება, აქ კაგებეშნიკები და ენჯეოშნიკები უსიტყვოდ აღწევენ კონსენსუსს.

ასეა თუ ისე, ცალსახად კაგებეს ნომენკლატურა ხოშტარიას, ცალსახად გებელსის ნომენკლატურა უდუმაშვილის და ცალსახად იუსტიციის სახლის ნომენკლატურის, ვაშაძის ფონზე, ბოკერია-ჩერგოლეიშვილის ნომენკლატურა ელისაშვილი თითქოს ღირსეულად გამოიყურება (თან თბილისის ჰამქარში მთელი 150 წევრი ყოფილა!!!), მაგრამ ის ცნობილი "გამორთე ტრაქტორი, ნერვებს ნუ მიშლი" გონებიდან არ ამომდის და ამიტომ, წინადადება შემომაქვს, ელისაშვილი დაინიშნოს ელამ მიკიტნად, თავის დუქანთან მიბმული ყოჩით.

 

დუქანს და ყოჩს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უზრუნველყოფს, რეკლამას ("ნი უხაძი, გალუბჩიკ მოი") - „რუსთავი 2", - წერს იაკობაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner