logo_geo
eng_logo
მგალობელ-მომღერალთა ანსამბლ „შემოქმედის“ პირველი აუდიოალბომის წარდგენა გაიმართა
- +

11 ოქტომბერი. 2017. 13:43


10 ოქტომბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართა მგალობელ-მომღერალთა ანსამბლ „შემოქმედის" პირველი აუდიო ალბომის წარდგენა. ალბომი გამოიცა საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის" ორგანიზებით და ხელშეწყობით.


მგალობელ-მომღერალთა ანსამბლი „შემოქმედი" შემოქმედის ეპარქიის საკათედრო ტაძრის სამეუფეო გუნდის ბაზაზე, 2007 წელს ჩამოყალიბდა. 2014 წლიდან ანსამბლს რამდენიმე გამოცდილი მომღერალი დაემატა და წევრებმა ქართული ხალხური სიმღერების შესწავლა, უძველესი ვარიანტების მოძიება-აღდგენაც დაიწყეს. ამ პერიოდიდან „შემოქმედი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის ცენტრის სახელითაც აგრძელებს საქმიანობას. ანსამბლის კონსულტანტი გახლავთ მომღერალი და ლოტბარი გური სიხარულიძე. „შემოქმედის" ხელმძღვანელი - ლაშა ჩხარტიშვილი და თანაშემწე - მამუკა სირაძე გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულები არიან.


„შემოქმედის" მიზანი ქართული საეკლესიო გალობის, უპირატესად, ადგილობრივი - შემოქმედის სკოლის ნიმუშების შესწავლა, ღვთისმსახურებაში დაბრუნება და ძველი გურული სიმღერების მომავალი თაობისათვის გადაცემაა.


ანსამბლი წარმატებით გამოდის ტრადიციული მუსიკის კონცერტებსა და საღამოებზე, მონაწილეობს რესპუბლიკურ და საერთაშორისო ფესტივალებში; 2015-16 წლების საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ დათვალიერება-ფესტივალზე „შემოქმედი" პირველი ადგილის მფლობელი გახდა - ნომინაცია: „ხალხური სიმღერის ახალგაზრდული ანსამბლი".















 

right_banner right_banner
არქივი
right_banner