logo_geo
eng_logo
ზურაბ ალავიძე: მთავრობა აქტიურადაა ჩართული გაზიფიცირების პროცესში
- +

11 ოქტომბერი. 2017. 14:53



რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში გაზიფიცირებისთვის საჭირო პროექტირება დაიწყება.


ალავიძის განცხადებით, ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, გორისა და სენაკის სოფლებში მცხოვრები 5 430 აბონენტი ბუნებრივ აირს მიიღებს.


კერძოდ, საუბარია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისზე, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დაბა ჩხოროწყუსა და წალენჯიხის ქალაქ წალენჯიხაზე.


„პროექტირება დაიწყება, ხოლო მისი დასრულების შემდეგ დაიწყება სამშენებლო ეტაპი. ჩვენი მთავრობა აქტიურადაა ჩართული გაზიფიცირების პროცესში", - განაცხადა ზურაბ ალავიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner