logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს!
- +

15 აპრილი. 2016. 14:32



თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე „facebook"-გვერდზე გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს.



კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მინდა მივმართო საგამოძიებო ორგანოებს - დამნაშავე კარგად ერკვევა ლათინურ ტექსტებში (სევენცია რისხვის დღე" ეკუთვნის მე-13 საუკუნეში მოღვაწე ფრანცისკანელ ბერს თომა ჩელანელს, სწორედ ისაა გამოყენებული მოცარტის რექვიემში") და რელიგიურია. ამასთან, აქვს კარგი გემოვნება. ვინაიდან უყვარს მოცარტი, ამიტომაც ადევს მათი მდიდარი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოებს განკითხვის ჟამის" ტექსტი და მუსიკა. ამიტომ, გამოძიების სამიზნე უნდა გახდეს მუსიკალური და რელიგიური წრეები. სასწრაფოდ უნდა დაკითხოთ კონსერვატორიის კურსდამთავრებულები. ნივთმტკიცება მოყვანილია ქვემოთ. გთხოვთ, ამის შესახებ აცნობოთ ეს შენც გეხებას" აქტივისტებს.

მე პირადად, მადლობელი ვარ, ვინაიდან ამ ამბავმა გამახსენა მოცარტის დიდებული მუსიკა. თქვენც გაიხსენეთ, სულს უხარია მისი მოსმენისას", - წერს სოსო მანჯავიძე.



 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner