logo_geo
eng_logo
ნინო ლაბარტყავა: თქვე უნამუსოებო!
- +

11 ოქტომბერი. 2017. 17:49


 

„ნაციონალური მოძრაობა" ერთი დიდი, პროვოკატორებითა და კრიმინალებით გატენილი სექტა ხართ", - წერს ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში.

 

„აბა, როგორია, როცა შენს ძვირფას ადამიანს ტენიან მანქანაში და მიჰყავთ?!

როგორია, როცა აქციიდან „გიტაცებენ?"

როგორია?

და რამდენი ადამიანი ჰყავს „ნაცმოძრაობას" აქციიდან გატაცებული, მოპარული და გადაყვანილი?

რამდენი ადამიანი გახეთქეს ცემაში სოდ-მა და კუდ-მა იმის გამო, რომ საკუთარ პროტესტს აფიქსირებდნენ?!

რამდენი ადამიანი დაასახიჩრეთ, რამდენი ადამიანი მოკალით და რამდენი ადამიანის გზა-კვალი დღემდე კაციშვილმა არ იცის?

და იცით, რა განსხვავებაა თქვენს დროინდელ კუდ-ს, სოდ-ს და დღევანდელ პოლიციას შორის?

დღეს თქვენს „კოტიკოებს" არავინ გახევს ცემაში „კაპეზეზე"!

დღეს თქვენს „კოტიკოებს" არავინ მოკლავს და შემოდებს მაღაზიის თავზე!

დღეს თქვენს „კოტიკოებს" ზღვაში არ ჩაახრჩობენ იმის გამო, რომ განსხვავებული აზრი აქვს და პროტესტს გამოხატავს!

დღეს თქვენს „კოტიკოებს" დედებს არავინ მო@@ავს!

„ნაციონალური მოძრაობა" ერთი დიდი, პროვოკატორებითა და კრიმინალებით გატენილი სექტა ხართ და „ოცნებას" შეურცხვეს ცხვირ-პირი, რომ დღეს ასეთი მარაზმატიკული სანახაობის მომსწრეს გვხდის! იმის ნაცვლად, რომ კანონით გაესამართლებინათ თქვენი დამნაშავე ლიდერშიფი!

„კოტიკოებს" „იტაცებენ" თურმე აქციიდან...

გატაცება, თავისი შინაარსით, ის იყო, რასაც „ნაცმოძრაობა" აკეთებდით წლების მანძილზე!

თქვე უნამუსოებო!" - წერს ლაბარტყავა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner