logo_geo
eng_logo
ქალთა ლატვიური ანსამბლი „ერა“ საქართველოში საკონცერტო ტურნეს გამართავს
- +

11 ოქტომბერი. 2017. 17:54



12-18 ოქტომბერს საქართველოში საკონცერტო ტურნეს გამართავს ქალთა ლატვიური ანსამბლი „ერა", ქალაქ მაზსალაცადან. ჯგუფი შედგება 6 მომღერლისგან და მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო ანსამბლად ლატვიაში.


„ერას" სასიმღერო რეპერტუარი მრავალმხრივია: ლატვიური ფოლკლორი, ჯაზი, თანამედროვე და ორიგინალური ნაწარმოები. ანსამბლის საქართველოში სტუმრობის მთავარი მიზანია გააცნოს მსმენელს ლატვიური მუსიკალური კულტურა და საშემსრულებლო ოსტატობა. ტურნეს ფარგლებში ანსამბლი გამართვას კონცერტებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ანსამბლ ,,დიდგორთან" ერთად:


  • ბოლნისი - 12 ოქტომბერი, კულტურის სახლი, 18:00
  • თბილისი - 13 ოქტომბერი, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, 19:00
  • ამბროლაური - 14 ოქტომბერი, კულტურის ცენტრი, 16:00
  • ონი - 15 ოქტომბერი, კულტურის ცენტრი, 16:00
  • თბილისი - 17 ოქტომბერი, ეროვნული ბიბლიოთეკა, 19:00


კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლის გუნდები.


კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.


ტურნეს ორგანიზატორია მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი".

მხარდამჭერები: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია

ონის მუნიციპალიტეტის გამგეობა


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner